18 მაისს, საგურამოში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“-ს ექიმ-ოფთალმოლოგების მიერ, უფასო კონსულტაცია ჩატარდა.
ადგილობრივებს ჩაუტარდათ შემდეგი სამედიცინო კვლევები: ვიზომეტრია, ბიომიკროსკოპია, ოფთალმოლოგის კონსულტაცია.
საქველმოქმედო აქციები, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.