მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი სტუმრად მცხეთაში

  ამა წლის 19, 20 ივლისს საქართველოში იაპონიის ქ.ჰიკონეს მერის ვიზიტის ფაგლებში, გაიმართა ორდღიანი შეხვედრა, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტისა და იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებს შორის. შეხვედრა დიდი ხნის წინ დაიგეგმა, რასაც საფუძვლად ედო ორი ქალაქის მცხეთისა და ჰიკონეს დამეგობრების სურვილი. პირველი დღე გაცნობითი ხასიათის გახლდათ, მცხეთს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მოადგილეები: გივი გიუტაშვილი, მარინა ზურაბიშვილი და ოთარ ჩხეიძე ოფიციალური ვიზიტით იაპონიის საელჩოს სტუმრობდნენ. შეხვედრაზე ქართულ-იაპონური ურთიერთობების მნიშვნელობასა და დეტალებზე ისაუბრეს.  


 მეორე დღეს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება ტადაჰარუ უეჰარა, იაპონიის ქალაქ ჰიკონეს მერი ბატონი ტაკაში ოკუბო და იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები მცხეთას ესტუმრნენ. თავდაპირველად დღის წესრიგის მიხედვით, ოფიციალური შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა. შეხვედრას სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ მცხეთის მერის მოადგილეები და ასევე მერიის თანამშრომლები. მასპინძლებმა ადგილზე წარადგინეს პრეზენტაცია, რომლის ძირითადი აქცენტები გახლდათ ქ.მცხეთის, როგორც იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ქალაქის განვითარება და პერსპექტივები. მხარეებმა ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე და გაცვლით პროგრამებზე, განიხილეს სამომავლო ერთობლივი პროექტები. შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა მცხეთის ისტორიული ღირშესანიშნაობანი დაათვალიერეს, ვიზიტი მასპინძლებთან ერთად ოფიციალური ვახშამით დასრულდა. ბატონმა ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ მადლიერება გამოთქვა მოწვევისა და გულთბილი მასპინძლობისთვის, ხაზი გაუსვა თუ როგორი სტუმართმოყვარეობით დახვდნენ დელეგაციას მცხეთაში. ვრცლად ისაუბრა იაპონიის ქალაქ ჰიკონესა და ქალაქ მცხეთის სამომავლოდ დამეგობრების შესახებ და გამოთქვა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი.


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018