მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


26 მაისი

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქალაქ მცხეთაში, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

უმთავრესი ეროვნული დღესასწაული - 26 მაისი მოსახლეობას პირადად მიულოცეს საქართველოს პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა,  საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ელოშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.  

მთელი დღის განმავლობაში, ქალაქ მცხეთაში მოსული სტუმრებისთვის წარმოდგენილი იყო საგამოფენო სივრცე, სადაც მოქალაქეებს შეეძლოთ თვალი გადაევლოთ ერთიანი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიისთვის.

ასევე, ადგილზე მოწყობილი იყო სასაზღვრო პოლიციისა და ,,112“-ის კუთხე, საპატრულო პოლიციის საგამოფენო სტენდი საპატრულო ეკიპაჟის ტექნიკის გამოფენით, საექსპერტო-კრიმინალური დეპარტამენტის კუთხე იმიტირებული ექსპერტიზით; მომსახურების სააგენტოს კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო ევროკავშირის ინსტალაცია, ევროკავშირის მთავარი ღირებულებებით. 

ამასთან, პატარებისთვის მოწყობილი იყო გასართობი სივრცე. აგრეთვე, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საჩვენებელი შოუ მეხანძრეებისა და გადაუდებელი დახმარების ჯგუფის ჩართულობით. 

ღონისძიება გაიხსნა მცხეთის მუნიციპალიტეტის ანსამბლების მონაწილეობით, ხოლო საღამო „ქართული ხმები“-ს და დათო ევგენიძის ბენდის სოლისტების კონცერტით დამთავრდა. 

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!  

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018