2022 წლის 17 მაისიდან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, ქალაქ მცხეთაში, ოთარ (სიხა) კაპანაძის ტრადიციული ტურნირი მიმდინარეობს მინი ფეხბურთში, სადაც მონაწილეობას იღებენ მოყვარულთა გუნდები მცხეთის უბნებიდან: ,,სვეტიცხოველი’’ ,,არმაზი’’ ,,კირპიჩი’’ ,,ნინოწმინდა’’ ,,აზნევთი’’ ,,ბაზარი’’ და ,,სადგური’’.
შეხვედრები რკინიგზის სადგურის დასახლებაში არსებულ საფეხბურთო მოედანზე მიმდინარეობს.
პირველი და მეორე ტურის გამარჯვებულმა გუნდებმა - ,,სადგური“, ,,არმაზი“ და ,,კირპიჩი“, ასპარეზობა 29 მაისს გამართულ ნახევარგინალურ თამაშებში გააგრძელეს.
ნახევარფინალში გამარჯვებული გუნდები კი ,,კირპიჩი“-,, სვეტიცხოველი“(2:1) და ,,არმაზი“ -,,ბაზარი“(2:1), რომლებმაც დამატებით დროში, საჯარიმო დარტყმებით მოიპოვეს უპირატესობა, ერთმანეთს 5 ივნისს 19:00 საათზე შეხვდებიან.
აღსანიშნავია, ტურნირის მონაწილე ბექა აფაქიძის საჯარიმო დარტყმით მოპოვებული ქულა, რომელითაც მან თავის გუნდს (,,არმაზი“ ) გამარჯვება, ხოლო ფეხბურთელს ბომბარდირთა სიის ლიდერობა მოუტანა.