მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ფოთის რეგატაში გამარჯვება მცხეთელმა ნიჩბოსნებმა მოიპოვეს

26 მაისს, ფოთში ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი რეგატა აკადემიურ და ბ/კ ნიჩბოსნობაში, სადაც წარმატებით გამოვიდნენ გიორგი კაპანაძის სახელობის მცხეთის კანოესა და ნიჩბოსნობის აკადემიის ნაკრები გუნდები.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ნიკოლოზ ოდიშელიძის წარმატება,  რომელსაც მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, ფოთელი ვიქტორ კრატოსიუკის სახელობის თასი გადაეცა. 

მცხეთის კანოესა და ნიჩბოსნობის აკადემიის გუნდმა რეგატაში 18 საპრიზო ადგილი მოიპოვა. მათ შორის პირველი ადგილი დაიკავეს ბიჭიკო გამხიტაშვილმა, ანა გურგენაშვილმა და მარიამ გიუტაშვილმა. ნიჩბოსნების წარმატება აკადემიის პედაგოგების დიდი დამსახურებაცაა. 

საპრიზო ადგილის მფლობელი ნიჩბოსნები ღონისძიების ორგანიზატორებისგან მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

შეჯიბრის მონაწილეთა ტექნიკური შედეგები ასე გამოიყურება:

I ადგილი - ნიკოლოზი ოდიშელიძე - K -1 -500 მ

I ადგილი - ნიკოლოზი ოდიშელიძე - K -2 -500 მ

I ადგილი - პეტრე რიჟოვი - K -2 -500 მ

II ადგილი - სანდრო თეზელაშვილი - K -1 -200 მ

II ადგილი - სანდრო თეზელაშვილი - K -2 -200მ და k -1 -500 მ 

II ადგილი - საბა ჭინჭარაული - K -2 -200 და 500მ 

გოგონები

I ადგილი - ანა გურგენაშვილი - K -1 -500 მ

II ადგილი - ნინი ტყემალაძე - K -1 -500 მ

კანოე

II ადგილი - გიორგი ეკალაძე - С1-500მ 

II ადგილი - გიორგი ეკალაძე  -С2-500მ

II ადგილი - ცოტნე გვარამია -  С2-500მ

III ადგილი - შალვა ეკალაძე - С1-200მ და 500მ 

II ადგილი - შალვა ეკალაძე - С2- 200მ და 500მ

II ადგილი - როყვა გაბრიელი - С2- 200მ და 500მ 

კადეტები

I ადგილი -  ბიჭიკო გამხიტაშვილი - K 1-200მ და 500მ

I ადგილი - ბიჭიკო  გამხიტაშვილი - K 1-200მ და 500მ

II ადგილი - ნიკოლოზი წიკლაური - K 1-200მ

 გოგონები

I ადგილი -მარიამი გიუტაშვილი - K 1-200მ

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მცხეთელ ნიჩბოსნებს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს შემდგომ ასპარეზობებში.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018