მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფება. ვიზიტი მცხეთასთან დამეგობრებული ქალაქ თრაკაის ზაფხულის ფესტივალის გახსნის ცერემონიალის დასწრებასაც მოიაზრებდა.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, რომლის შემადგენლობაში მცხეთის მერის მოადგილე გიორგი ბაჯაძე, მერის მრჩეველი თინათინ ხუნდაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ბუჯიაშვილ იმყოფებიან, ლიეტუველი კოლეგები საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.
“ჩვენ ვეწვიეთ ლიეტუვას რესპუბლიკის სეიმს, სადაც გავეცანით პარლამენტის საქმიანობას და შევხვდით სეიმის სპიკერს, ქალბატონ ვიქტორია ჩმილიტე ნილსენს.
ასევე, ქალაქ თრაკაის მერს ბატონ ანდრეუს სატევიჩიუსს. დავუდასტურეთ ერთმანეთს პატივისცემა და ჩვენს ქალაქებს შორის მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების სურვილი.
მადლობელი ვართ ლიეტუველი კოლეგების მასპინძლობისთვის და თავიანთი გამოცდილების გაზიარებისთვის” - განაცხადა გიორგი ბაჯაძემ.
ქალაქ თრაკაის ზაფხულის ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა, ნატო კიპაროიძემ, რომელმაც ადგილობრივებს დღესასწაულის 30-ე წლისთავი მიულოცა და ისაუბრა საქართველო-ლიეტუვის მტკიცე კავშირებსა და მეგობრობაზე.
მიესალმა მცხეთის მერიის დელეგაციის ვიზიტს ქალაქ თრაკაიში და ქალაქებს შორის არსებული ურთიერთობები, სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრა და არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარების იმედი გამოთქვა.
ასევე, ლიეტუვაში მცხთის დელეგაციის წევრები შევხვდნენ გერმანიის ქალაქ შონებერგის მერს, რომელმაც გამოხატა სურვილი ესტუმროს საქართველოს, კერძოდ მცხეთას, ქალაქებს შორის, მომავალი დამეგობრების მიზნით.