მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სიხას ტურნირის გამარჯვებული ,,არმაზი“ გახდა

მცხეთაში დასრულდა სახელოვანი ფეხბურთელის, ოთარ (სიხა) კაპანაძის ტრადიციული ტურნირი მინი ფეხბურთში, სადაც ფინალურ გათამაშებაში ერთმანეთს შეხვდნენ ტურნირის ფინალში გასული გუნდები: ,,არმაზი’’ და ,,კირპიჩი’’. ორთაბრძოლა ანგარიშით 3:2 დასრულდა.

გამარჯვებულმა გუნდმა - ,,არმაზი“-მ  ოთარ კაპანაძის სახელობის გარდამავალი თასი  და დაწესებული ფულადი ჯილდო 500 ლარი მოიპოვა.

II ადგილზე გავიდა გუნდი ,,კირპიჩი’’. მას ფულადი ჯილდო  300 ლარი გადაეცა.

 შეხვედრა დაძაბული  იყო. გუნდებმა  კარგად  გაართვეს თავი  და საინტერესოდ ითამაშეს. 

პირველ ტაიმში ,,კირპიჩი’’ ორი ბურთით უპირატესობას ფლობდა. მეორე ტაიმში მათე კენჩხაძის დროული გოლის შედეგად ,,არმაზი’’-მ თამაშში შეძლო გარდატეხის შეტანა, შემდეგ კი ვასილ კენჩხაძის ზედიზედ გატანილმა ორმა გოლმა გუნდს გამარჯვება მოუტანა, ხოლო ფეხბურთელმა ტურნირის ბომბარდირს, ბექა აფაქიძეს გატანილი გოლებით გაასწრო და ბომბარდირობა მოიპოვა.

საფეხბურთო ტურნირში, ფულადი პრიზების გარდა გათამაშდა ფასიანი საჩუქრებიც, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცათ:

საუკეთესო მოთამაშს - გაიოზ ლაგაზაშვილი ,,კირპიჩი’’

საუკეთესო მეკარე - ლევანი ტატიშვილი „არმაზი“

ბომბარდირი - ვასილ კენჩხაძე „არმაზი“.

ტურნირი ყოველ წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ეგიდითა და ორგანიზებით იმართება.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018