უხვი ნალექის გამო, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს.
უამინდობისგან გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველა აუცილებელი ღონისძიება ამ დრომდე ტარდება. ადგილზე მობილიზებული შესაბამისი უწყებების ადამიანური და ტექნიკური რესურსის შედეგად ამ დროისათვის სრულად გაწმენდილია საგურამოს ცენტრალური გზა და მიმდინარეობს შიდა შაუბნო გზების გაწმენდა.
საგურამოში მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად.
„ამ დროისათვის გაწმენდილია საგურამოს ცენტრალური გზა და მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები, რომელსაც მონიტორინგს პირადად ვუწევთ და საჭიროებიდან გამომდინარე, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს“ - განაცხადა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, დიმიტრი ზურაბიშვილმა.