მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შეჯიბრი მცხეთის სპორტულ კომპლექსში

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს ეწვივნენ და კომპლექსში შექმნილ სააღმზრდელო საქმიანობას და სავარჯიშო პირობებს გაეცნენ.

ასევე, დაესწრნენ შიდა შეჯიბრებას ცურვაში, რომელიც თავისუფალ სტილში და ზურგის სახეობაში  მოსწავლეთა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა.

ასპარეზობაში გამარჯვებულ მოსწავლეებს სამახსოვრო მედლები და სიგელები გადაეცათ.

საუკეთესო შედეგებით  კი პირველ ადგილებზე გავიდნენ და თავი გამოიჩინეს მოცურავეებმა: მარიამ ჯავახიშვილმა, მათე ნავროზაშვილმა, დავით ღარიშვილმა, ანა მამულაშვილმა, გიორგი კაპანაძემ, გიორგი აბაშიძემ, ალექსანდრე ზავრადაშვილმა, იოანე ტაბატაძემ, ანი მამულაშვილმა, ლევან ალავიძემ და ანასტასია სამხარაძემ.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018