მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ახალგაზრდული ორგანიზაცია “კრეატიული ახალგაზრდული პლატფორმა” წარმომადგენლებთან და საერთაშორისო პროექტი POOL -ის მონაწილეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ბაჯაძემ სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების თანამშრომლებთან ერთად, პროექტის მონაწილეებს განყოფილების ხედვა და მიზნები გააცნეს, ამასთან, ისაუბრეს ახალგაზრდული მიმართულებების, განხორციელებული პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე, გამოცდილება გაუზიარეს ახალგაზრდობის პოლიტიკის დაგეგმვის, ბიუჯეტირების, მონიტორინგისა და ხარისხის შეფასების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის მონაწილეები რვა ქვეყნიდან : ჰოლანდიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან და საქართველოდან.
პროექტს მასპინძლობს და სრულ ფასილიტაციას უწევს მცხეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ორგანიზაცია “კრეატიული ახალგაზრდული პლატფორმა” Youth for the World-თან ერთად .