მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ინიციატივით, ა(ა)იპ „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ ორგანიზებითა და „ავერსის საქველმოქმედო ფონდის“ მხარდაჭერით, მცხეთაში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა.
ადგილზე იმყოფებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: გიორგი კვახაძე და გიორგი ჯიქია, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები.
აქციის მიზანს წარმოადგენს „მცხეთის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ ბენეფიციარებისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის სამედიცინო - პროფილაქტიკური გასინჯვების ორგანიზება და უფასოდ მედიკამენტების განაწილება.