მოსულმა უხვმა ნალექმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ცენტრალურ და შიდა გზებზე პრობლემები შექმნა.
კერძოდ, ძლიერი წვიმა მოვიდა საგურამოში, ბიწმენდსა და ახალსოფელში.
ამ დროისათვის მომხდარის შესახებ ყველა უწყება ინფორმირებულია. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, რომლებიც უამინდობის გამო, შექმნილი პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად შესაბამის ღონისძიებას ატარებენ.
საგურამოში იმყოფებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მათი განცხადებით, შესაბამისი სამუშაოები ყველა იმ ადგილას განხორციელდება, სადაც ამისი საჭიროება არსებობს.