მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება წილკნელმა ძიუდოისტმა მოიპოვა

საბერძნეთში, კუნძულ ჰერაკლიონზე ჩატარდა ძიუდოში ევროპის პირველობა ვეტერან მოჭიდავეებს შორის, სადაც  მონაწილეობას თითქმის ყველა ევროპული ქვეყანა იღებდა.

პირად შეჯიბრებაში პირველ ადგილზე გავიდა და  ოქროს მედალი დაიმსახურა გიორგი ცოციაშვილმა, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკნიდანაა.

 ,,ძალიან გახარებული ვარ ამ გამარჯვებით და მინდა ჩემი სიხარული თქვენც გაგიზიაროთ. მინდა ასევე, მადლობა გადავუხადო მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას აღნიშნულ ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაწეული მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის“ - განაცხადა გიორგი ცოციაშვილმა.

საბერძნეთის ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვა ასევე, საქართველოს ვეტერან ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდმა, რომლის შემადგენლობაში გამარჯვებული წილკნელი სპორტსმენიც მონაწილეობდა. 

აღსანიშნავია, რომ ვეტერან ძიუდოისტთა ნაკრები გუნდი ისტორიაში პირველად დაბრუნდა ოქროს მედლებით ხელდამშვენებული ევროპის ჩემპიონატიდან.

სექტემბერში, ვეტერანები მსოფლიო პირველობისთვის, პირად და გუნდურ ასპარეზობებში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან. ჩემპიონატი პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გაიმართება.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ძიუდოისტებს მიღწეულ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს შემდგომ ასპარეზობებში.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018