მცხეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღეში გამოსაშვები ღონისძიებები გაიმართა. აღსაზრდელები საბავშვო ბაღებში მიღებული ცოდნით, სახალისო და თეატრალიზებული ნომრებით, სიმღერებითა და ცეკვებით წარდგნენ სტუმრების წინაშე, წაიკითხეს ლექსები სამშობლოსა და დედა-ენაზე.
სოფელ წილკნის საბავშვო ბაღში აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს, სწავლის ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, გიორგი ბაჯაძემ.
„დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანი დღეა, დაამთავრეთ საბავშვო ბაღი და გადადიხართ უფრო დიდ და საინტერესო სამყაროში, რომელსაც სკოლა ჰქვია. მინდა წარმატებები გისურვოთ თითოეულ თქვენგანს და თქვენს მშობლებს, რადგან სწორედ თქვენს წარმატებულ სწავლაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი“ - აღნიშნა გიორგი ბაჯაძემ.
აღსაზრდელებს საბავშვო ბაღში სწავლის დასრულება მიულოცეს ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კვახაძემ და ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა მაია თელიამ.
ახალი სასწავლო წლიდან, მცხეთის მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო ბაღიდან 532 აღსაზრდელი სწავლას სკოლაში გააგრძელებს.