მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


Story - სივრცე დაუვიწყარი memory - სთვის

21 ივნისს, საგურამოს ცენტრალურ სკვერში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და შპს „ახალგაზრდობის საერთაშორისო ჯგუფის" ორგანიზებით საზოგადოებრივი სივრცე “story” გაიხსნა

საზეიმო გახსნის ცერემონიალს, რომელიც სხვადასხვა გასართობ პროგრამას მოიცავდა,  ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის, ესწრებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი, მოადგილეებთან და მერიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.

ზაფხულის განმავლობაში აღნიშნულ სივრცეში თქვენ გელოდებათ სხვადასხვა ღონისძიებები:

ორშაბათიდან - ხუთშაბათის ჩათვლით ღია კინო ჩვენებები story მონიტორზე 

პარასკევი/შაბათი/კვირა - ცოცხალი მუსიკის საღამოები

ყოველდღე თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ სხვადასხვა სახის სამაგიდო თამაში (მონოპოლია, ბიზნესი, ნარდი და სხვა) 

Story სივრცეში თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ story ბარს, დააგემოვნოთ სხვადასხვა გემრიელობა და კიდევ უფრო მეტად აიმაღლოთ განწყობა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018