მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


პროექტი პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, პროექტში „მოზარდი მოხალისეების ჩართულობა პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში“ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სერტიფიკატი გადაეცა.

პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარეობდა, არასამთავრობო ორგანიზაცია „Helping Hand“ პარტნიორობით. 

მასში აქტიურად იყო ჩართული სსიპ ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კლუბი „სუფთა მაქვს ხელი“, რომელიც 25 მოხალისეს აერთიანებდა. კლუბის ლიდერი კი ანასტასია პაპუკაშვილი იყო.

მოსწავლეებმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექვსთვიანი კამპანიის ფარგლებში,  მონაწილეობა მიიღეს ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელ სესიებში. 

კამპანიაში ჩართული იყო კოვიდ-19 პანდემიის საპასუხოდ 150 ახალგაზრდა მოხალისე საქართველოს 63 მუნიციპალიტეტიდან. 

პროექტის დახურვის ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოხალისეები და ჰიგიენის კლუბები გამოვლინდა, მათ შორის იყვნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის თანასწორ-განმანათლებლები, რომელთაც აღნიშნულ პროექტში მიღწეული წარმატებისთვის ასევე, სერტიფიკატები გადაეცათ .

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018