1 ივლისს, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, ჩაატარებს ექიმ-ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაციას სოფელ მუხრანში.
ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც გაქვთ სურვილი ჩაიტაროთ თვალის უფასო გამოკვლევა, შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდეთ მუხრანის კულტურის ცენტრის შენობაში
1 ივლისს, 15:00 – 17:00 საათამდე.
გთხოვთ, იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე: +995 32 251 32 00.
გისურვებთ ჯანმრთელობას.