მცხეთაში, თეატრონის მიმდებარედ, საკალათბურთო ღია მოედნის მოწყობა დასასრულს უახლოვდება. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,მეტალი +“ ახორციელებს. პროექტით გათვალისწინებული მოედნის გვერდით მოეწყო სატრენაჟორო კუთხე.
ამ ეტაპზე, დასრულებულია მოედნის რკინის კონსტრუქციების და ქვიშა-ბეტონის საფუძვლის მოწყობა. დამონტაჟებულია სკამები. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ზაფხულის ბოლომდე დასრულდება.
მცხეთის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც მოსახლეობისთვის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. მუნიციპალიტეტის მაშტაბით, ახალი სპორტული მოედნები მოეწყო : სოფელ მსხალდიდში, ერედაში, არაშენდაში, ძველ ქანდაში. ხოლო, სპორტული ტრენაჟორების მოწყობა განხორციელდა სოფელ ძეგვში და მისაქციელში. სპორტულ მოედნებს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა : ქალაქ მცხეთაში რკინიგზის სადგურის დასახლებაში 2 ლოკაციაზე, სოფელ ქსოვრისში და საგურამოში.