მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოქალაქეებს შეხვდა.
ადგილობრივები მათ პრობლემებს აცნობენ და მოგვარებაში დახმარებას სთხოვენ. საკითხები ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს უკავშირდება.
შეხვედრები მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლას და პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას უზრუნველყოფს.
მოქალაქეთა მიღება, ყოველი კვირის ხუთშაბათს დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე იმართება.
მისამართი: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია, ანტიოქიის N7.