მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვა მიმდინარეობს

მცხეთაში სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,თეგიტა უნივერსალი“ ახორციელებს. სარეაბილიტაციო პროცესს კი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უწევს. პროექტის მიხედვით განხორციელდა არსებული დაზიანებული ღობის დემონტაჟი და გაკეთდა ახალი დეკორატიული შემოღობვის მოწყობა, ლითონის ჭიშკრების და მოაჯირების, ასევე , ლითონის ბადით შემოღობვა. ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018