სოფელ მუხრანში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით და თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“-ს მიერ, ექიმ-ოფთალმოლოგმა სოფო იმედაშვილმა უფასო კონსულტაცია ჩაატარა.
აქცია მუხრანის კულტურის ცენტრის შენობაში გაიმართა, სადაც მოსახლეობას საშუალება ჰქონდა უფასოდ ჩაეტარებინა შემდეგი კვლევები: ვიზომეტრია, ბიომიკროსკოპია, ოფთალმოლოგის კონსულტაცია.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით გამართულ აქციას ესწრებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი.
საქველმოქმედო აქციები, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, მომავალშიც გაგრძელდება.