მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მიმდინარეობს მერაბ ხუცურაულის სახელობის თასის გათამაშება

2 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მიმდინარეობს სახელოვანი მცხეთელი ფეხბურთელის მერაბ ხუცურაულის სახელობის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში, სადაც მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებისა და ქალაქ მცხეთის ფეხბურთის მოყვარულთა 14 გუნდი იღებს მონაწილეობას.

2  და 3 ივლისს ჩატარებული I და II ტურის თამაშები შემდგნაირად დასრულდა:

  • ,,წეროვანი’’ - არმაზი  - 2-7 

,,ციხისძირი’’ - ,,ნიჩბისი’’ - 5-4

,,ძეგვი’’ - ,,ბაზარი’’ - 3-0

,,ძველი ქანდა’’ - ,,ნავაზი’’ - 6-2

,,მისაქციელი’’ - ,,მცხეთა’’ - 2-3

შემდეგი ტურის თამაშები გაიმართება 9 ივლისს  ნიჩბისში და 10 ივლისს ციხისძირში.

თამაშები დაიწყება 19:00 და 20:00 საათზე.

შეგახსენებთ, რომ ტურნირიზე, რომლის მიზანია ახალგაზრდებში აღნიშნული სპორტის სახეობის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, თამაშდება მერაბ ხუცურაულის სახელობის გარდამავალი თასი, ფასიანი საჩუქრები ნომინაციაში: პირველი და მეორე ადგილზე გასული გუნდები, საუკეთესო მეკარე, საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018