მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


წილკანში მოხუცთა თავშესაფარი შენდება

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკნის დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობა. მშენებლობა გასული წლის ნოემბერში დაიწყო და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. 

აღნიშნული თავშესაფარი მოემსახურება მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მზუნველობამოკლებულ ხანდაზმულ მოქალაქეებს. 

მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობების ოფისი, მშენებლობის ღირებულება შეადგენს 820 000 აშშ დოლარს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018