მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მცხეთის ნიჩბოსნობის ბაზაზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს უმასპინძლა. თეა წულუკიანმა საქართველოს კანოეს ფედერაციას ახალი აღჭურვილობა გადასცა. ქართველ ნიჩბოსნებს გადაეცათ 20 კანოეს ნავი, 3 სლალომის ნავი, 2 კაიაკი, 1 საპის ორიგინალი ნავი, 1 კატერი და 1 კანოეს ტრენაჟორი. კანოეს ფედერაციისათვის გადაცემული ნავები და სხვა ეკიპირება 120 000 ლარის ღირებულებისაა. ფედერაციამ ამ მასშტაბის აღჭურვილობა სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მიიღო. ბოლო წლების განმავლობაში, სპორტის ამ სახეობაში საქართველოს ნაკრები წარმატებით ასპარეზობს, როგორც ახალგაზრდულ ტურნირებზე, ისე უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის გამართულ ტურნირებზე. სავარჯიშო ნავების არქონის პრობლემა 2021 წელს სპორტის მინისტრსა და ფედერაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე გამოიკვეთა. მინისტრმა კანოეს ფედერაციას ამ პრობლემის გადაწყვეტაში მხარდაჭერა აღუთქვა.