მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მერიასა და შატო მუხრანს შორის მემორანდუმი გაფორმდა


 მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და სს „შატო მუხრანს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა და შატო მუხრანის მთავარ აღმასრულებელმა ოფიცერმა (ინვესტორმა)  პატრიკ ფონეფმა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სოფელ მუხრანში,  ინვესტორის მიერ  აშენდება და კეთილმოეწყობა სპორტული მოედნები, დასასვენებელი სკვერები,  ასევე კეთილმოეწყობა ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიები და განხორციელდება სოფელ მუხრანის ცენტრის რეაბილიტაცია.

ინვესტორს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილი აქვს  საინვესტიციო პროექტების გაფართოება. ზემოაღნიშნული პროექტები კი ხელს შეუწყობს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტურისტული მიმზიდველობის გაზრდას. 

ხელმოწერის ცერემონიას მერის მოადგილეები თამაზ ფოლოდაშვილი და გიორგი ბაჯაძე, მერიის თანამშრომლები, საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეები და წევრები ესწრებოდნენ.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018