მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


Story - სივრცე დაუვიწყარი memory - სთვის


 Story - სივრცე დაუვიწყარი memory - სთვის

21 ივნისს, საგურამოს ცენტრალურ სკვერში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და შპს „ახალგაზრდობის საერთაშორისო ჯგუფის" ორგანიზებით საზოგადოებრივი სივრცე “story” გაიხსნა. 

შაბათს, 9 ივლისს, 16:00 ზე, საგურამოში, ჯადოსნურ სივრცე სთორიში, მოეწყობა კრაფტის კუთხე, 

სადაც ბავშვები შეძლებენ სხვადასხვა ატრიბუტისგან: 

საწრუპებისგან, მუყაოს ქაღალდებისგან, ფერადი ფურცლებისგან და ა. შ., შექმნან სხვადასხვა გამოყენებადი/ კრეატიული ნივთები, რაშიც მათ სპეციალურად მოწვეული კრაფტ არტისტები დაეხმარებიან.

მსგავსი აქტივობები ბავშვს ეხმარება როგორც მოტორიკის, ასევე ფანტაზიის განვითარება/გავარჯიშებაში. 

გარდა ამისა, ბავშვებისთვის მოეწყობა გასართობი  პროგრამაც, სადაც პატარებს წამყვანი ანიმატორი შესთავაზებს სხვადასხვა მხიარულ და სახალისო თამაშს. (პროგრამის ხანგრძლივობა 1 საათი). 

ღონისძიება იქნება მხიარული, შემოქმედებითი, შემეცნებითი და სანახაობრივი; 

გამოვლინდებიან და დასაჩუქრდებიან ყველაზე კრეატიული პატარა კრაფტ ოსტატები (ბარი Story-ის ვაუჩერებით) . 

მოიყვანეთ ბავშვები და ერთად შევქმნათ დაუვიწყარი Memory. 

მონაწილეობა და დასწრება თავისუფალია. 

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის განმავლობაში აღნიშნულ სივრცეში თქვენ გელოდებათ სხვადასხვა ღონისძიება:

ორშაბათიდან - ხუთშაბათის ჩათვლით ღია კინო ჩვენებები story მონიტორზე.

პარასკევი/შაბათი/კვირა - ცოცხალი მუსიკის საღამოები. 

ყოველდღე თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ სხვადასხვა სახის სამაგიდო თამაში (მონოპოლია, ბიზნესი, ნარდი და სხვა). 

Story სივრცეში თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ story ბარს, დააგემოვნოთ სხვადასხვა გემრიელობა და კიდევ უფრო მეტად აიმაღლოთ განწყობა

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018