მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, სოფელ ჯიღაურაში სკვერის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს მოსასვენებელი სკვერის კეთილმოწყობა. ბილიკებზე დეკორატიული ფილები იგება და ეწყობა ბავშვთა გასართობი მოედანი ატრაქციონებით. დამონტაჟდება მოსასვენებელი სკამები, დეკორატიული სანათები, ურნები, ატრაქციონებთან ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დაიგება კაუჩუკის ფილები, ტერიტორია შემოიღობება ლითონის კონსტრუქციით.
სამშენებლო სამუშაოები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება და შპს ,,მშენკომპლექსი“ ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს, ასევე ადგილზე გაეცნენ მერის მოადგილეები და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
სკვერის მოწყობა მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე დასრულდება და ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება თავისუფალი დრო კეთილმოწყობილ და სუფთა გარემოში გაატაროს.