მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


საჯარო განხილვა


 2022 წლის 29 ივლისს, 15:00 სთ-ზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახის საბავშვო ბაღის შენობაში, შპს „თუში ქოლექშენის“ ლოჯისტიკური საოფისე ცენტრისა და სასაწყობე მეურნეობის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება.

გაცნობებთ, რომ შპს „თუში ქოლექშნის“ მიერ, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი მცხეთის მუნიციპალიტეტში, ლოჯისტიკური საოფისე ცენტრისა და სასაწყობე მეურნეობის (ურბანული განვითარების პროექტი) მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კანონით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია განთავსებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 

იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/265 


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018