2022 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამაში ცვლილებები შევიდა.პროგრამას დაემატა ახალი მომსახურება - შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური დაცვა. დახმარება გაიცემა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 150000 სარეიტინგო ქულის მქონე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე წელიწადში ერთხელ 200 ლარის ოდენობით. გაიზარდა სხვადასხვა პროგრამით მოსარგებლე პირთა დაფინანსება - თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე, დიალეზის პროგრამაში ჩართული პირების ყოველთვიური ფინანსერი დახმარება გახდა 100 ლარი. ერთჯერადი ფინანსური დახმარების ოდენობა განისაზღვრება 100 და/ან 200 ლარით. პროგრამას დაემატა ახალი მუხლები :18 წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით (ინსულინ დამოკიდებული ) დაავადებული პირების საკურორტო დახმარება. ერთ ბენეფიციარზე საკურორტო ვაუჩერით მომსახურება განკუთვნილია არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება გახდა 2500 ლარი , ხოლო სრულად განადგურების შემთხვევაში 7500 ლარი. (თუ ხანძარი გამოწვეული იყო ოჯახის წევრის განზრახ ბრალით, კომისიის გადაწყვეტილებით პირს ეცნობება უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე)ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა - 9 მაისი დღესასწაულთან დაკავშირებით , ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე 500 ლარის ოდენობით. ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით, გაიცემა ვეტერანებზე რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150000-ს. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წესი - ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. კერძოდ აღარ იქნება 50 % შეზღუდვა იმ შემთხვევებზე, როდესაც არავის მიერ არ ხდება დაფინანსება და მხოლოდ მუნიციპალიტეტის და ბენეფიციარის მიერ ხდება მომსახურების გაწევა. მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამა, მიზნად ისახავს მოსარგებლეებისთვის სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებებისთვის , ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევას. პროგრამის მოქმედების სფეროს და მისი მოსარგებლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მცხეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე-ბმულზე: http://mtskheta.gov.ge/public/img/1648448304.pdf
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 6 თვის მონაცემებით მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამით ისარგებლა 1000-ზე მეტმა ადამიანმა.