მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა


 მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის  მოწესრიგება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. 

 ამ მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები  მიმდინარეობს სოფელ  წილკანში, აღდგომლიანთკარში, ნატახტარში, ახალუბანში, მისაქციელში. 

გასულ წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება განხორციელდა სოფლებში : წინამძღვრიანთკარში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ კორპუსთან მისასვლელი გზა, ნიჩბისში,  ლისში, ძალისში,  წეროვანში,  წიწამურში, მისაქციელში, აღდგომლიანთკარში, წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში  გზების რეაბილიტაცია,  წილკანში, ქ. მცხეთაში, მცხეთა- არმაზის დასახლებაში, მუხათგვერდში, ძეგვში, ციხისძირში, ქსოვრისში, მუხრანში, წილკან - წეროვანში დევნილთა ჩასახლებების დამაკავშირებელი გზა. 

 დაგეგმილია ქალაქ მცხეთაში ტროტუარების და ბორდიურების, სოფელ ზაქაროში 2 შიდა საუბნო გზის , ნიჩბისში, ნაფეტვრებში, ხოდაბუნების დასახლებაში(ცხვრარიჭამიის ადმინისტრაციული ერთეული)საგურამოში,  ძველ ქანდაში, მუხრანში 3 საუბნო გზის, სოფელ ქსოვრისში და ძეგვში საგზაო ინფრასტრუქტურის ასფალტბეტონით მოწყობის სამუშაოები.

ვრცლად:

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018