მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქსანში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით შესაბამისად მოეწყო საბავშვო გასართობი მოედანი ატრაქციონებით და ფანჩატური, ბავშვთა უსაფრთხოების მიზნით ატრაქციონებთან დაიგო კაუჩუკის ფილები. დაიდგა კომფორტული მოსასვენებელი სკამები. ტერიტორია შემოიღობა ლითონის კონსტრუქციით და დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები. დამონტაჟდა ტრენაჟორები, დეკორატიული სანათები, ურნები და ბილიკებზე კერამიკული ფილები დაიგო.
სამშენებლო სამუშაოები, მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანია შპს ,,სტარტ+“ განახორციელა.