მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ნახევარფინალური თამაშები მინი ფეხბურთში


 მცხეთის მუნიციპალიტეტში, 2 ივლისიდან, სახელოვანი მცხეთელი ფეხბურთელის მერაბ ხუცურაულის სახელობის თასის გათამაშება მიმდინარეობს მინი ფეხბურთში, სადაც მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებისა და ქალაქ მცხეთის ფეხბურთის მოყვარულთა 14 გუნდი იღებდა მონაწილეობას.16 ივლისს დასრულდა აღნიშნული ტურნირის ნახევარფინალური თამაშები და ფინალისტების გამოვლინდნენ:,,არმაზი“- ,,სადგური - 4:3
,,მცხეთა“- ,, ძეგვი“- 3:2
22 ივლისს, 19:00 საათზე, მცხეთაში, სადგურის უბნის მინი სპორტულ მოედანზე, გამარჯვებულ გუნდებს შორის ფინალური თამაში გაიმართება, სადაც მერაბ ხუცურაულის თასის მფლობელი გამოვლინდება.
შეგახსენებთ, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ ტურნირიზე, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ფეხბურთის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, თამაშდება მერაბ ხუცურაულის სახელობის გარდამავალი თასი, ფასიანი საჩუქრები ნომინაციაში: პირველი და მეორე ადგილზე გასული გუნდები, საუკეთესო მეკარე, საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018