მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში გარე განათების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

მცხეთაში, ბებრის ციხიდან ნარეკვავამდე, გარე განათების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია აღნიშნულ მონაკვეთზე ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობაც.

ნარეკვავის ტერიტორიაზე,  გზის გასწვრივ ფოთლოვანი ხე-მცენარეების მწკრივი უკვე დაირგო გაზაფხულზე და გაკეთდა დაახლოებით 200 მეტრის "მწვანე კედელი“. 

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ,  რომელსაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ბილდკინგს“ ასრულებს, ქალაქ მცხეთას კიდევ ერთი ლამაზი ადგილი შეემატება ახალი განათებებითა და სასეირნო ბულვარით.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ზაფხულის ბოლოს დასრულდება.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018