მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებას მალე ახალი სპორტული მოედანი ექნება.
ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი შპს „ კეშა“ ახორციელებს. მისი სახელშეკრულებო ღირებულება 143 441 ლარია .
სპორტული მოედანი თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა და ფეხბურთისა და კალათბურთის მოყვარულებისთვის შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება.
აღნიშნული სპორტული სივრცის შექმნა მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობასა და სპორტის პოპულარიზაციას.