მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ხუცურაულის ტურნირის გამარჯვებული ,,არმაზი-2“ გახდა

მცხეთაში დასრულდა სახელოვანი მცხეთელი ფეხბურთელის, მერაბ ხუცურაულის ტრადიციული ტურნირი მინიფეხბურთში, რომელიც ყოველწლიურად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელშეწყობითა და ორგანიზებით იმართება.

ფინალურ გათამაშებაში, რომელიც მცხეთის სადგურის დასახლების სპორტულ მოედანზე შედგა,  ერთმანეთს შეხვდნენ ტურნირის ფინალში გასული გუნდები: ,,არმაზი-2’’ და ,,მცხეთა’’. მათი შეხვედრა ანგარიშით 3:0 დასრულდა.

გამარჯვებულმა გუნდმა - ,,არმაზი-2“-მ მერაბ ხუცურაულის სახელობის გარდამავალი თასი და დაწესებული ფულადი ჯილდო 600 ლარი მოიპოვა.

II ადგილზე გავიდა გუნდი ,,მცხეთა’’. მას ფულადი ჯილდო 400 ლარი გადაეცა.

საფეხბურთო ტურნირზე, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ფეხბურთის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, გათამაშდა ასევე, ფასიანი საჩუქრები ნომინაციაში: საუკეთესო მეკარე, საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი.

აღსანიშნავია თამაშის სიმბოლური დატვირთვაც. თამაშის დღეს - 22 ივლისს, სახელოვან ფეხბურთელს, რომელმაც საფეხბურთო კარიერა მცხეთის ,,არაგვში“( შემდგომში გუნდს ,,არმაზი“ დაერქვა) დაიწყო 68 წელი შეუსრულდებოდა. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მერაბ ხუცურაულის ტურნირში გამარჯვებას გუნდ ,,არმაზი-2“-ს და წარმატებებს უსურვებს მის თითოეულ წევრს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018