ნავდარაანთკარში დასასვენებელი სკვერის მოწყობა დასრულდა, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დააფინანსა.
პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო საბავშვო გასართობი მოედანი ატრაქციონებით. დაიდგა ურნები და კომფორტული მოსასვენებელი სკამები. გაკეთდა ბილიკები დეკორატიული ფილებითა და ბეტონის ბორდიულებით. დამონტაჟდა ლედ დიოდური ლამპიონები. სკვერი შემოისაზღვრა რკინის კონსტრუქციებით.
სამშენებლო სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ შპს ,,კეშა“-მ განახორციელა. პროექტის სახელშეკრულებო თანხა 164 757 ლარს შეადგენს.