26 ივლისს, მცხეთაში ორ ასაკობრივ ჯგუფში, ჩატარდა მცხეთის ღია ჩემპიონატი საგზატკეცილო ველოსპორტში. აღმართზე 2 კილომეტრიან დისტანციაზე ინდივიდუალურ რბოლაში და აღმართზე 5 კილომეტრიან დისტანციაზე ჯგუფურ რბოლაში.
აღნიშნულ შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს მცხეთელმა და თბილისელმა სპორტსმენებმა და ველომრბოლელთა გუნდებმა.
რბოლაში გამარჯვებული სპორტსმენები და გუნდები მედლებით, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ომარ ფხაკაძემ, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ოლიმპიური ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მცხეთის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსმა თამაზ გრძელიშვილმა, სხვადასხვა სახეობების მცხეთის სასპორტო სკოლის დირექტორმა ივანე რთველიაშვილმა.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:
2006 – 2007 წ. დაბადებულთა შორის აღმართზე 2 კმ. დისტანციაზე ინდივიდუალურ რბოლა:
1. ჯაჭვაძე ლექსო /მცხეთა/ - 5,55,77
2. ხუჭუა მიხეილი /თბილისი/ - 5,55,88
3. გაბრიჩიძე გიორგი /თბილისი? – 5,59,11
2006 – 2007 წ. დაბადებულთა შორის აღმართზე 5 კმ. დისტანციაზე ჯგუფურ რბოლა:
1. სულხანიშვილი გიორგი /მცხეთა/
2. ჯაჭვაძე ლექსო /მცხეთა/
3. უნდილაშვილი არჩილი /თბილისი/
2009 – 2010 წ. დაბადებულთა შორის აღმართზე 2 კმ. დისტანციაზე ინდივიდუალურ რბოლა:
1. ფირანიშვილი მათე /მცხეთა/ - 7,02
2. დეკანაძე საბა /მცხეთა/ - 7,12
3. სოლოღაშვილი მათე /მცხეთა/ - 8,17
2009 – 2010 წ. დაბადებულთა შორის აღმართზე 5 კმ. დისტანციაზე ჯგუფურ რბოლა:
1. ფირანიშვილი მათე /მცხეთა/
2. დეკანაძე საბა /მცხეთა/
3. სოლოღაშვილი მათე /მცხეთა/
ველორბოლა გაიმართა მთიანეთის რეგიონული ოლიმპიური ორგანიზაციის ორგანიზებით, საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაციისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სხვადასხვა სახეობების მცხეთის სასპორტო სკოლის სპორტსმენთა მონაწილეობით.