მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


გლოვის დღესთან დაკავშირებით დროშები მცხეთის მერიის წინ დაშვებულია

საქართველოში გლოვის დღესთან დაკავშირებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დროშა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე დაშვებულია.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018