სოფელ ძველ ქანდაში არსებული ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოებისთვის თანხა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან გამოიყო.
პროექტის ფარგლებში შეიცვალა მოედნის ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები და შემოიღობა პლასტმასის გარსით იზოლირებული ლითონის მავთულხლართით, მოწესრიგდა რკინის კონსტრუქციაც.
თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მოედანი განკუთვნილია, როგორც ფეხბურთის, ასევე, კალათბურთის სათამაშოდ და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალგაზრდებისთვის სპორტული სივრცის შექმნა მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობასა და სპორტის პოპულარიზაციას.
აღნიშნული სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანია შპს ,,თამარაშენი 2008“ განახორციელა.
სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ხელშეკრულებით 141 581 ლარი დაიხარჯა.