მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


კონკურსი „ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებები“

დაინტერესებული პირების საყურადღებოდ!

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ვირტუალური პლატფორმა - ქართული გამოგონებების მუზეუმი აცხადებს კონკურსს „ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებები“.

კონკურსის მიზანია ისეთი იდეების მოძიება და პოპულარიზაცია, რომლებიც ამცირებენ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას და ხელს უწყობენ განახლებად ენერგიაზე გადასვლას. 

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სახალხო გამოგონებები ან მიგნებები, რომლებიც ადამიანებმა სხვადასხვა ყოფითი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შექმნეს და ამისთვის ადგილობრივად ხელმისაწვდომი ცოდნა, რესურსები და ხელსაწყოები გამოიყენეს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა თუ გამოცდილების გამომგონებლებს, მცირე ბიზნესებს, სათემო ორგანიზაციებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს.

განაცხადების მიღება მიმდინარეობს მი9მდინარე წლის 15 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: gamogoneba.ge. საპრიზო ფონდი შეადგენს 20 000 ლარს

კონკურსის პირობების სანახავად ეწვიეთ გაეროს განვითარების პროგრამის ვებგვერდს:

https://www.undp.org/.../news/energy-efficiency-inventions

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ელ. ფოსტაზე: acclab.geo@undp.org 

განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე:

https://docs.google.com/.../1FAIpQLSfkIAOhPftgeh.../viewform

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018