მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, ცენტრალური გზის რამდენიმე ლოკაციაზე, საფეხმავლო ე.წ ზებრა გადასასვლელები კეთდება.
აღნიშნული სამუშაოები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ საგურამოში რამდენიმე კვირის წინ მომხდარმა სტიქიამ დააზიანა სოფელში არსებული საფეხმავლო გადასასვლელები.