მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შინდისის გმირები

შინდისის ბრძოლიდან 14 წელი გავიდა. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოძაზემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შინდისის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალები ყვავილების გვირგვინით შეამკეს. დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს შეხვდნენ და მიუსამძიმრეს. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსეთ საქართველოს ომის მიმდინარეობისას გორის რაიონის სოფელ შინდისში ქართველი ჯარისკაცები უთანასწორო ბრძოლაში ჩაებნენ რუსულ ბატალიონთან. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე. მათი გმირობის ამბავი სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში! დიდება გმირებს! დიდება საქართველოს!

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018