ქალაქ მცხეთაში, ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება.
ტროტუარების, ბორდიურების და გამწვანების მოწყობა ფოსტიდან არსენას ძეგლის ხიდამდე და ფოსტიდან მირიანის ქუჩამდე მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა გივი გიუტაშვილმა და გიორგი ბაჯაძემ დაათვალიერეს.
ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება, რომელსაც მერიის კონტრაქტრორი კომპანიები შპს „მალგიო“ და შპს „მეტალ+“ ახორციელებენ.