მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შეხვედრა ამერიკის ელჩთან

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერ დიმიტრი ზურაბიშვილსა და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

  • საუბრის მთავარი თემა

აშშ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების, პარტნიორობისა და მეგობრობის 30 წლისთავს უკავშირდებოდა. 

შეხვედრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით არსებულ პერსპექტივებზე. ასევე, განიხილეს აშშ-ის დაფინანსებით, რეგიონში უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. 

თავის მხრივ, დავით ნოზაძემ და დიმიტრი ზურაბიშვილმა აშშ-ის ელჩს სხვადასხვა პროექტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ მოსახლეობის კეთილდღეობისათვის, მხარეთა შორის აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე, სამომავლოდ კვლავაც არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018