მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მერიაში სემეკმა სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერითა და პარტნიორობით მიმდინარე პროექტის „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საკითხებზე ინფორმირებულობის დონის დადგენა და საჭიროებათა კვლევის განხორციელება“ ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის მიზნისა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში საჭიროებათა კვლევის მნიშვნელობის შესახებ. პროექტის წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაცია რეგულირების კუთხით ინფორმირებულობის დონის, სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიის სპეციფიური  საჭიროებების გამოკვეთისა  და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების, პროფესიული კვალიფიკაციის გაღრმავებისთვის ეფექტიანი მექანიზმების გამოვლენის აუცილებლობის საკითხებზე.  

პროექტის ფარგლებში განხორციელდება თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევები. კვლევის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ ენერგეტიკული და წყალმომარაგების საწარმოების თანამშრომლები, მარეგულირებელი კომისიის ახალი თანამშრომლები, ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები და აკადემიური წრის წარმომადგენლები, ახალგაზრდა მეცნიერები, მედიის წარმომადგენელები,  ინვესტორები, დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფები, თვითმმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და რეგულირების საკითხებით.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018