მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ წეროვანში (ინსტიტუტის დასახლება) სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით შესაბამისად მოეწყობა საბავშვო გასართობი მოედანი ატრაქციონებით და ფანჩატურით, ბავშვთა უსაფრთხოების მიზნით ატრაქციონებთან დაიგება კაუჩუკის ფილები. დამონტაჟდება კომფორტული მოსასვენებელი სკამები, დეკორატიული სანათები, ურნები და ბილიკებზე კერამიკული ფილები დაიგება. ტერიტორია შემოიღობება ლითონის კონსტრუქციით და დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები.
სამშენებლო სამუშაოებს, მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,საგზაო 333“ ახორციელებს.