მცხეთის მუნიციპალიტეტში, აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და სპორტული აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც სოფლებში სპორტული მოედნების აღდგენასა და მოწესრიგებას ისახავს მიზნად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სოფელ საგურამოში არსებული მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია და გარე სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოები დასრულებულია.
პროექტის ფარგლებში მინი მოედანზე დაიგო ახალი ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა განათებები და ამაღლდა ლითონის კონსტრუქციები, რომლითაც მოედანი იყო შემოსაზღვრული. გარე პერიმეტრზე კი მოეწყო ტრენაჟორები ვარჯიშის მოყვარულთათვის.
სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანია შპს ,,კონტინენტალ ინვესტი“- მ განახორციელა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 144 444 ლარი შეადგინა.