სოფელ ხეკორძში შიდასაუბნო გზების მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,საგზაო 7“ ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში ქვიშა-ხრეშოვან საფუძველზე, არმირებული ბადით, ასფალტობეტონის საფარი ეწყობა. ასევე, ადგილობრივ გზებთან მიერთებები განხორციელდება.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 151 835 ლარია.
სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება და ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით შეძლებს გადაადგილებას.