მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, კულტურის სახლის ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „მშენკომპლექსი“ ახორციელებს. ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარე წელს დასრულდება.
სოფელ ციხისძირში, ასევე, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები. ფოტოები ვრცლად