მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში, არსებულ საფეხბურთო მოედანზე დამონტაჟდა განათების ბოძები, შეიცვლება კალათბურთის ფარები, ასევე განხორციელდება სტადიონის ღობის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება, მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ელმა“ ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტული მოედნების მშენებელობა აქტიურად მიმდინარეობს, რაც მოსახლეობისთვის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.